დღეს, 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კონტორლის პალატის თბილისის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. კონტროლის პალატის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჯერენაშვილი ფინანსთა სამინისტროში ჩატარებულ აუდიტის შედეგებზე ისაუბრებს.
აღნიშნული აუდიტი ფინანსთან სამინისტროს "სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის მხარდაჭერის პროექტს" ეხება. იგი 2009 და 2010 წლების (I და II კვარტალი) პერიოდს მოიცავს.