აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში, დიდი ოცეულის, G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ორი ქვეყნის ლიდერმა ირანის, სირიის, ვენესუელისა და უკრაინის საკითხებზე ისაუბრეს.
"პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება ორივე ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია. ამთ ასევე განიხილეს სირიაში, ირანში, ვენესუელასა და უკარაინაში არსებული ვითარება", - ნათქვამია თეთრი სახლის მიკრობლოგ „ტვიტერში“.
შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მიმართავდა თუა არა პუტინს ამგვარი მოწოდებით.
"რა თქმა უნდა", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. შემდეგ პუტინს მიუბრუნდა და ამ მოთხოვნით მიმართა - "არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში". ტრამპის ამ თხოვნაზე, პრეზიდენტებმა გაიცინეს.