საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, რომან რურუა, თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელზედაც მოსკოვის მსოფლიო ჩემპიონატს შედეგებს განიხილავდნენ.
რურუას თქმით, მას ფედერაციაში უფლებებს უზღუდავენ.
"არ მაძლევენ საშუალებას, ჩავერიო ფედერაციის მართვის საქმეებში. ფედერაციამ დამიმალა მოსკოვის მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიალზე მსოფლიო ფედერაციის მოწვევაც", - განაცხადა რურუამ.
სხდომაზე აღმასკომის წევრებმა სიტუაციის გამოსასწორებლად მწვრთნელებს ერთწლიანი ვადა მისცეს.