2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში გაიმართება.
ოლიმპიური თამაშების მასპინძლად, იტალიური ქალაქები მილანი და კორტინა დ'ამპეცო ცოტა ხნის წინ, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე აირჩიეს.
ოლიმპიური თამაშები იტალიაში სამჯერ ჩატარდა - 1956 წელს კორტინა დ'ამპეცოში (ზამთრის), 1960 წელს რომში (ზაფხულის) და 2006 წელს კი ტურინში (ზამთრის).