საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებებმა ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვეს
საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებებმა ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვეს.
მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ქალ მოჭადრაკეებმა პირველ ტურში 61-ე ნომრად განთესილი მაკედონია 4:0 დაამარცხა, კაცებმა კი ტაილანდი გაანადგურეს ასევე 4:0.
მეორე ტურში ქალები მონტენეგროს დაუპირისპირდებიან. ვაჟები კი სინგაპურს დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში მონტენეგროსაც და სინგაპურსაც მოგება აქვთ.
ხანტი-მანსიისკში ოლიმპიადა 21 სექტემბერს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.