ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრას მაკედონიასთან გამართავს.
ოლიმპიადის მოქმედ ჩემპიონ საქართველოს ქალთა ნაკრებს ტურნირზე მე-4 განთესვა აქვთ, მაკედონიას 61-ე.
ვაჟთა 39-ე და ქალთა 24-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა 21 სექტემბერს რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში დაიწყება. მასში მონაწილეობას საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც მიიღებს..
კაცთა ჩემპიონატის საწყის რაუნდში მე-20 რეიტინგის მქონე ქართველები ტაილანდს (93-ე) დაუპირისპირდებიან. მოჭადრაკეები ჯამში 11 ტურს გაითამაშებენ. 26 სექტემბერი და 2 ოქტომბერი დასვენების დღეებია, გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება კი 3 ოქტომბერს საღამოს გაიმართება.
კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.