საქართველოს პრეზიდენტმა განათლების და ჯანდაცვის მინისტრებს "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივების გაცნობა დაავალა.
"ორი დღის წინ მქონდა შეხვედრა "ქრისტიან დემოკრატებთან" და ისინი ძალიან კონკრეტულ საკითხებს აყენებენ ჯანდაცვასთან და განათლების სფეროსთან მიმართებაში. შეიძლება ყველაფერი ვერ გაიზიარო, მაგრამ რაღაცეები მეც ძალიან მომხვდა ყურზე და არ არის სწორი, რომ ოპოზიციამ უფრო სწორად გამოთვალა რაღაცეები, ვიდრე ჩვენ. მაგრამ იმის აღიარებაც უნდა შეგვეძლოს, რომ რაღაც სწორი და ხალხისთვის სასარგებლოა", - განაცხადა სააკაშვილმა და ნიკა გვარამიასა და სანდრო კვიტაშვილს "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივების კარგად გაცნობა დაავალა, მიუხედავად იმისა, რომ "ზოგიერთი ინიციატივის განხორციელება ძალიან ძვირი ჯდება".
მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ ყველაზე მწვავე ოპოზიციურ პარტიებსაც კი უნდა მოუსმინოს და ინფორმაციები გაცვალოს.