დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, აშენებენ აუზს, რომელსაც 360 გრადუსის მქონდე ხედი ექნება. „უსასრულო აუზი“, რომელის შესავსებად 600 000 ლიტრი წყალია საჭირო, London Skyline-ის სახურავზე, 55-ე სართულზე დამონტაჟდება.
დიზაინის კონცეფცია მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა, აუზების არქიტექტურულმა კომპანია Compass Pools-მა წარადგინა. დიზაინერების განცხადებით, ეს მსოფლიოში პირველი აუზი იქნება, რომელსაც 360 გრადუსის ხედი ექნება.
აუზის ფსკერი და ჯებირები მთლიანად შუშისგან იქნება დამზადებული, შესაბამისად, London Skyline-ის სტუმრებს, ქვედა სართულებიდან შეეძლებათ დაინახონ ჭერში მცურავი ადამიანები.
არქიტექტორებმა გაითვალისწინეს რომ 55-ე სართულზე კიბის დამონტაჟება საფრთხის შემცველი იქნებოდა, ამიტომ აუზზე მოსახვედრად დაამონტაჟებენ სპირალურ კიბეს, რომელიც ტურისტებს ხედის დამახინჯებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოახვედრებს აუზზე.
დიზაინერები აცხადებენ, რომ ღამის ლონდონს აუზის სახით მბრწყინავი ბრილიანტი შეემატება, მისი კაშკაშის დანახვას კი ქალაქის მაცხოვრებლები ნებისმიერი ადგილიდან შეძლებენ.
პარტნიორებისა და ინვესტორების საბოლოო ხელშეკრულების საფუძველზე 5-ვარსვლავიანი ცათამბჯენის სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება, ნათქვამია CNN-ის სტატიაში.