რუსეთს დაღესტანში არსებული ძალებით ვითარების კონტროლი უჭირს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დაღესტანში რუსული ჯარების მობილიზების კომენტირებისას განუცხადა.
"ის, რომ დაღესტანში რუსეთის ჯარების, კერძოდ კი წვევამდელების გადაყვანა ხდება სრული სიმართლეა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ჯარები გადასროლილია დაღესტანში იმიტომ, რომ იქ იატკქვეშეთი ძალიან გაქტიურდა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, რუსეთს ახალი საჯარისო დანამატები დაღესტანში იმისთვის სჭირდება, რომ იქ არსებული ძალებით არსებული პრობლემების მოგვარებას ვეღარ ახერხებს.
რაც შეეხება დაღესტნიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებას, არეშიძე გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ახალი ომის ნიშნება არ შეინიშნება.