გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ მეორე, თავისი მოღვაწეობის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების 12 პრეზიდენტს შეხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დღეს, 3 ივნისს დიდ ბრიტანეთს მეორედ ეწვია.
დონალდ და მელანია ტრამპებს ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლეს. აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში 3 დღეს გასტანს.
დონალდ ტრამპი აშშ-ის მე-12 პრეზიდენტია, რომელსაც დედოფალი ელისაბედ მეორე მისი მოღვაწეობის 67-წლიან პერიოდში შეხვდება. პირველად ის 1951 წელს აშშ-ის პრეზიდენტს ჰარი ტრუმენს შეხვდა.
1951 წლის 31 ოქტომბერი - ელისაბედ მეორე და ჰარი ტრუმენი
1957 წლის 17 ოქტომბერი - დუაიტ ეიზენჰაუერი
1961 წლის 15 ივნისი - ჯონ ფიცჯერალდ კენედი
1969 წლის 15 თებერვალი - რიჩარდ ნიქსონი
1976 წლის 17 ივლისი - ჯერალდ ფორდი
1977 წლის 7 მაისი - ჯიმი კარტერი
1982 წლის 7 ივნისი - რონალდ რეიგანი
1989 წლის 1 ივნისი - ჯორჯ ბუში უფროსი
1994 წლის 4 ივნისი - ბილ კლინტონი
2003 წლის 21 ნოემბერი - ჯორჯ ბუში უმცროსი
2011 წლის 24 მაისი - ბარაკ ობამა
2018 წელი - დონალდ ტრამპი