ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს იმყოფებიან.
„მსურს გაერთიანებული სამეფოსთვის კარგი მეგობარი ვიყო და მოუთმელნად ველი ჩემს ვიზიტს. ვეშვებით!“- დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დაშვებამდე.
ამასთან, ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ გააკრიტიკა ლონდონის მერი სადიქ ხანი დიდ ბრიტანეთში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტისადმი მისი უარყოფითი დამოკიდებულების გამო. მან ხანს აბსოლუტურად წარუმატებელი უწოდა და ურჩია მეტი ყურადღება დაუთმოს ლონდონში დამნაშავეობის პროლბემას.
„ის ნიუ-იორკის მერივით სულელი და აბსოლუტურად წარუმატებელია. მას ურჩევნია ლონდონში გაბატონებულ კრიმინალს მიხედოს,“ -წერს ტრამპი.
სოციალურ ქსელ ფეისბუქში ლონდონის მერმა საჯაროდ გააკრიტიკა ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა მიგრანტების მიმართ. მოგვიანებით მან ეს სტატუსი წაშალა.
ტრამპი აშშ-ის პირველ ლედისთან ერთად ბუკინგემის სასახელში ელისაბედ მეორე შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპი შეხვდება დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის. ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრისას, სავარაუდოდ, მხარეები ისაუბრებენ კლიმატის ცვლილებებსა და ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის Huawei-სთან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია საპროტესტო აქციები ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით, მათ შორის, ლონდონში, მანჩესტერში, ბელფასტსა და ბირმინგემში.
აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში 3 დღეს გასტანს.