საქართველოს, შესაძლოა, ხორვატიის პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი ესტუმროს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ხორვატიის პირველ პირს უკვე შეხვდა, რომელზეც პრეზიდენტმებმა ორ ქვყეანას შორის ეკონომკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხორვატი კოლეგა საქართვეოში დაპატიჟა, თუმცა ვიზიტის თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობა.