საქართველო არ არის თავის თავში ჩაკეტილი ქვეყანა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გაეროს სამიტზე გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნებს ეძღვნება.
"საქართველო არ არის თავს თავში ჩაკეტილი ქვეყანა და არ არის მხოლოდ დაინტერესებული თავისი პრობლემებით. ასევე დაინტერესებულია, ისეთი პრობლემებით როგორიც არის ტრეფიკინგი, ნარკოტიკები, ეკომონომიკურად განუვითარებელი ქვეყნებისთვის სასწრაფო დახმარების აღმოჩენა. საქართველო კონკრეტულად მონაწილეობს ამ პროგრამებში", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს არ გვაქვს შეუზღუდავი ფინანსური საშუალებები.
"გარესამყაროს მშვენივრად ესმის, რომ ხანდახან ჩვენი 100 ათასი დოლარი სხვა ქვეყნების 5 მილიარდს უდრის", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.