ნიუ-იორკში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ გორდონს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის საკითხი. ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებებზე. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქარტიის ფარგლებში შეხვედრა, 6 ოქტომბერს გაიმართება.
"ეს იყო ერთსაათიანი შეხვედრა ამიტომ საშუალება მოგვეცა მთლიანი რევიზია გაგვეკეთებინა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების. გვესაუბრა იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი 6 ოქტომბრის შეხვედრისთვის, სადაც ვაშინგტონში, ორი ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ჩარტერის მომდევნო ეტაპის შეხვედრა გაიმართება", - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი აზერბაიჯანის და პორტუგალიის საგრეო საქმეთამ მინისტრებსაც შეხვდა