განათლების გაუმჯობესება ათასწლეულის ერთ-ერთი გამოწვევაა და წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი წამყვან ელემენტს წარმოადგენს, რომელმაც ხალხი სიღარიბიდან უნდა გამოიყვანოს, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს შტაბბინაში, 65-ე გენერალურ ასამბლეაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვვნელოვანი რეფორმები გაატარა განათლების სფეროში და სხვადასხვა პროექტების ამოქმედებით უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამებში.
"ჩვენ გავზარდეთ პირველადი განათლება 12 წლამდე, ასევე შევქმენით პროფესიული სკოლები იმსიათვის, რომ მიგვეცა საშუალება მიეღოთ ადამიანებს მონაწილეოაბა ამ პროგრამაში. წარმოვადგინეთ ინგლისურის შემსწავლელი ამბიციური პროგრამები და მოვიწვიეთ 10 ათასი ინგილისურენოვანი მასწავლებელი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მომავალი თაობისათვის კარი ღიაა", _ განაცხადა სააკაშვილმა.