ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის შემსრულებელთა შორის TOP ათეულში მოხვდა.
გამოცემა OperaWire-მა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ათი შემსრულებელი დაასახელა.
როგორც გამოცემა წერს, ამ დროისთვის, მეტროპოლიტენ ოპერის 2018-19 წლების სეზონი ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს კარიერისთვის საუკეთესო სეზონი იყო. სეზონის განმავლობაში მსოფლიოს უდიდეს სცენაზე რაჭველიშვილმა რამდენიმე განუმეორებელი როლი შექმნა.
TOP ათეულში ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მოხვდა ასევე ცნობილი ამერიკელი საოპერო ვარსკვლავი, მეცო-სოპრანო ჯოის დიდონატო.
შეგახსენებთ, რომ მეტროპოლიტენ ოპერაში ანიტა რაჭველიშვილმა ვერდის ოპერებში „აიდასა“ და „ტრუბადურში“, კამილ სენ-სანსის “სამსონი და დალილაში“ და ფრანჩესკო ჩილეას „ადრიანა ლეკუვრში“ იმღერა.
ამავე თემაზე იხილეთ:
• ანიტა რაჭველიშვილი New York Times-მა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა
• ანიტა რაჭველიშვილი წლის საუკეთესო საოპერო მომღერალი გახდა