გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ The New York Times-მა კლასიკური მუსიკაში 2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა და დაასახელა ფავორიტი შემსრულებლები, მათ შორის ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი.
„ეს ახალგაზრდა ქართველი მეცო-სოპრანო საოცრად გაბედული იყო „კარმენში“ და მეტად შთამბეჭდავი „თავად იგორში“, რომელიც მეტროპოლიტენ ოპერის ბოლოს სეზონზე შედგა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა აზუჩენას როლში, ვერდის „ტრუბადურში“, სადაც მან იმღერა საოცრად ელეგანტური ბელკანტოთი. აზუჩენას პერსონაჟს, რომელიც ხშირად არც თუ ისე დასამახსოვრებელია, მან დაუბრუნა სითბო და ექსპრესიულობა. შემდეგ ამას მოჰყვა, სექტემბერში, ანიტას მიმზიდველი და შეუდარებელი ამნერისი ვერდის „აიდაში“, - წერს სტატიის ავტორი.
2018 წლის ფავორიტ შემსრულებელთა შორის გამოცემამ ცნობილი რუსი სოპრანო ანა ნეტრებკოც დაასახელა.
ფოტო: Karen Almond/Metropolitan Opera