1969 წლის 20 ივლისს, ამერიკელმა ასტრონავტებმა ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა მთვარეზე ფეხი დადგეს. ამ თვალწარმტაც მოვლენას რამდენიმე მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს. მსოფლიოს სამეცნიერო ისტორიაში 20 ივლისი ჩაიწერა კოსმოსური მისიების ტრიუმფად და წელს, ნასა ამ წამროუდგენელი მიღწევის 50 წლისთავს ზეიმობს.
ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვა, რომელზეც კოსმიური მისიების გმირების, არმსტრონგისა და ოლდრინის ყველასთვის ცნობილი ფოტოა დატანილი. საფოსტო მარკა მთვარის იმ მდებარებასაც უჩვენებს, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოში პირველმა დასვა ადამიანი დედამიწის თანამგზავრზე.
ამ თემაზე - ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს! (ნაწილი პირველი). ამ სტატიის მე-2 ნაწილი, 2019 წლის 20 ივლისს, მთვარეზე პირველი ადამიანის ჩასვლიდან 50 წლისთავზე გამოქვეყნდება.