კორუფციასთან ბრძოლის შედეგები, სიღარიბის დაძლევა, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ეკოლოგია. ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს სამიტზე, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნებს ეძღვნება.
"ჩემთვის დიდი პატივია მივიღო ათასწლეულის გამოწვევა, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაშეა. უნდა გავითავისოთ ინოვაციური ფინასური მექანიზმები და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა. არსებობდა შესაძლებლობა, რომ საქართველო გამხდარიყო ბიუროკრატიული სახელმწიფო. ამის ნაცვლად, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ახლა ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იარაღს ათასწლეულის გამოწვევების მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, მეტი ფული გვჭირდება და ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვერანაირი კონკრეტული ფულადი დახმარება შედეგს ვერ მოგვიტანს თუ ყურადღებას არ დავუთმობთ ადგილობრივ სი|ღარიბის მაჩვენებელს, არ ვიზრუნებთ ჯანდაცვასა და განათლებაზე. ვერც მსოფლიო იქნება სტაბიულურ და ეს ჩვენ ყველამ ვიცით", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მთავარი მიზანი მხოლოდ ტერორიზმი არ უნდა იყოს, რადგან არსებობს სხვა პრობლემებიც - ტრეფიკინგი, არალეგალური მიგრაცია და სხვა.
"საქმე მხოლოდ ტერორიზმს არ ეხება არსებობს ტრეფიკინგი და სხვა პრობლემები ჩვენ უნდა შევამციროთ სიღარიბე იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ პოლიტიკური სტაბილურობა. 2003 წლიდან საქართველო მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომმ ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულიყო. გავაუმჯობესეთ შობადობა, განვავითარეთ განათლება ჯანდაცვის მაჩვენებლი და ვებრძვით შიდსს. წარმოვადგინეთ კარგი პრობლემები, რომლებიც იმედი მაქვს სხვებსაც გამოადგებათ მუშაობაში. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ განხორციელდეს გაეროს ათასწლეულის პროგრამის მიზნები", - აღნიშნა სააკაშვილმა.