დღეს, ბაქოში უეფას თასის ფინალური მატჩი გაიმართება და ერთმანეთს ინგლისური კლუბები, ჩელსი და არსენალი დაუპირისპირდებიან. ჩელსიმ ნახევარფინალში ფრანკფურტის აინტრახტი, ხოლო არსენალმა კი ვალენსია დაამარცხა და ასე მოხვდნენ ფინალში.
აღსანიშნავია, რომ ორი ბრიტანული კლუბის უეფას თასის ფინალში მოხვედრა მეორე შემთხვევაა, პირველად კი 1972 წელს ტოტენჰემი და ვოლვერჰემპტონი შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ტოტენჰემმა გაიმარჯვა. დღევანდელი მატჩის მთავარი მსაჯი, იტალიელი გიანლუჯა როჩი იქნება.