"სერბეთმა უნდა აღიაროს, რომ კოსოვოზე კონტროლი დაკარგა", - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სერბეთმა უნდა აირჩიოს, როგორ განავითაროს ურთიერთობა კოსოვოსთან: გაყინოს კონფლიქტი თუ დაამყაროს კონტაქტები.
"გადავწყვიტე აღარ გავაგრძელო სიცრუე და თავის მოტყუება, ყველას ვუთხარი, რომ კოსოვოსა და მეტოხიაში ჩვენი ხელისუფლება არ გვყავს, უნდა შევწყვიტოთ ჩვენი საზოგადოების მოტყუება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან მისი თქმით, ის კოსოვოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა.
ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადებით, აუცილებელია, რომ სერბეთის სამომავლო ნაბიჯების შესახებ მოსახლეობას უნდა ჰკითხონ და რეფერენდუმი ჩატარდეს.
2004 წელს კოსოვოში მცხოვრებმა ალბანელებმა ტერიტორიიდან სერბების დიდი რაოდენობა გააძევეს, 2008 წლის თებერვალში კი, კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარი აშშ-მა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა. დღეისათვის კოსოვოს დამოუკიდებლობას 100-ზე მეტი სახელმწიფო აღიარებს.