დღეს, 21 სექტემბერს, 16:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა "ეროვნული საბჭოს" - "კონსერვატიული პარტიისა" და "ხალხის პარტიის" ლიდერებთან.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს" აღნიშნული შეხვედრა შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივით, რომელებიც აგრძელებენ საჯარო განხილვების ციკლს "პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა და სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შეცვლის საკითხებზე".