სულ მცირე 20 ადამიანი, მათი უმრავლესობა სტუდენტი, ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ქალაქ სურატში არსებულ სასწავლო ცენტრში გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. 20 ადამიანი სხეულის უკიდურესი დამწვრობებითა და ინტოქსიკაციით გუჯარათის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როიტერის ინფრმაციით, დაღუპულთაგან უმეტესი, 20 წელზე მცირე ასაკისაა და მათი უმრავლესობა, ძლიერი ცეცხლის დროს ფანჯრიდან გადმოხტომისას დაიღუპა.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია. პოლიციამ სასაწავლო ცენტრის ერთ-ერთი მეპატრონე უკვე დააკავა.
სპეციალური განხადება გაავრცელა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მიკრობლოგ ტვიტერის საკუთარ გვერდზე:
უკიდურესად დამწუხრებული ვარ სურატ-ში მომხდარი ხანძრის გამო. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. ვიმედოვნებ, დაშავებულები მალე დაიწყებენ გამოჯანმრთელებას. მე შესაბამისი დავალება მივეცი გუჯარათის ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ დაშავაებულებმა დროულად მიიღონ ყველა საჭირო დახმარება, - ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.
წელს, ინდოეთში კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა, რომელსაც დელის სასტუმროში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.