ხვალ, 21 სექტემბერს, ენერგეტიკის სამინისტროში იმერეთში მდინარე ძირულაზე 11.3 მგვტ სიმძლავრის ჰესის, "ხუნევის" მშენებლობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღების ვადა იწურება.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერზე განთავსებული პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალ, მდინარე ძირულაზე ასაშენებელი ხუნევი ჰესით თურქული კომპანია "Unal Insaat VE Ticaret A.S" დაინტერესდა. კომპანიამ განაცხადი ენერგიტიკის სამინისტროში უკვე შემოიტანა.
განაცხადების მიღებისა და გაცნობის შემდეგ მთავრობა საუკეთესო პირობების მქონე ინვესტორს შეარჩევს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, კონკრეტულად ვინ ააშენებს იმერეთში ახალ ჰესებს.