ქრისტიან-დემკრატები მათ მიერ ინიცირებული და პრესის ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის დაწყებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეხვაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, უკვე რამდენიმე თვეა, მათ მიერ ინიცირებულია პრესის ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპრეოქტი, რომელიც პრესის თავისუფლად გავრცელების ხელშეწყობას ემსახურება, თუმცა კანონპროექტის განხილვა არ იწყება.
"საკანონმდებლო ინიცატივების განხილვის დიფერენცირება ხდება. კანონპროექტი, რომელსაც აწერია თორდიას, ანჯაფარიძისა და თაქთაქიშვილის გვარები, დაუყოვნებლივ განიხილება, სხვა კანონპროექტები კი არავის ახსენდება", - განაცხადა ვეფხვაძემ.
პრესის ასოციაციის მიერ მომზადებული პროექტი 4 კანონპროექტისაგან შედგება. აქედან ძირითადია ახალი კანონპროექტი "ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ", დანარჩენი კი გულისხმობს ცვლილებებს "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" და "საქართველოს საგადასახადო კოდექსში". ცვლლებების მიზანია ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების, ხელშემწყობი პირობების შექმნა. ორგანიზაციულ სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა, ბეჭდვითი პროდუქციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისგან. ამასთან, ცვლილება ეხება სალარო აპარატების გამოყენების წესსაც. კანონპროექტის ავტორებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ჯიხურებიდან ან ქუჩაში დადგმული სტენდებიდან, სადაც იყიდება გაზეთები და ჟურნალები, სავალდებულო არ იყოს სალარო აპარატის გამოყენება და ის ნორმა, რომელიც ამჟამად დროებითია, იქცეს მუდმივად. აღნიშნულ ცვლილებებს პრესის ასოციაცია იმ არგუმენტით ითხოვს, რომ მოწესრიგდეს პრესის დისტრიბუციის პროცესი და ბაზარზე მონოპოლიის შექმნის საფრთხეები იქნას თავიდან აცილებული. "კანონპროექტმა უნდა დაარეგულიროს და ერთნაირი პირობები შეუქმნას პრესის დისტრობუციაში მომუშავე ყველა კომპანიას", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.