თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში 15 მაღაროელი 16 მაისს გაიფიცა და შიმშილობა დაიწყო. ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. დღეს, ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.