ჭიათურაში მაღაროელები მეშვიდე დღეა შიმშილობენ. ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებულები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან. მათი თქმით, თუ ხელფასები 50%-ით არ გაიზრდება პროტესტის უკიდურეს ფორმას ისევ მიმართავენ და ყოველ დღე, პირს თითო მაღაროელი ამოიკერავს.
მაღაროელები ყვებიან, რომ მუშაობა რთულ პირობებში უწევთ, ამიტომ აუცილებელია შრომითი და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაც.