პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების მიუხედავად, კოდექსზე მუშაობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შევა. ამის შესახებ განცხადება მაჭავარიანმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
"ეს კოდექის არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა მაჭავარიანმა, თუმცა აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშეწყობა ამით არ დასრულებულა. ეს პროცესი მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები ახალ საგადასხადო კოდექსშიც შევა.
"ეს არ არის კოდექსი, სადაც ცვლილება აღარ შევა. ჩვენ დაველოდებით მის ამუშავებას, გავაგრძელებთ მუშაობას მის დახვეწაზე და რაც საჭირო იქნება, შეიცვლება", - განაცხადა მაჭავარიანმა.