"ლეიბორისტები" ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიას საქართველოში პრესიდენტ სააკაშვილის მიერ დიქტატორული რეჟიმის დაკანონების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. შესაბამისი განცხადება დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
"სამწუხაროდ, ევროპის საბჭო და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა ამ ორგანიზაციის ისტორიაში პირველად თვალს ხუჭავს ევროპაში დე-იურე დიქტატურის დაკანონებასთან დაკავშირებულ პრეცენდენტზე. არ იყენებს სანქციების მექნიზმს სააკაშვილისა და მისი ხროვის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამგვარი მიუნხენის შეთქმულების მსგავსი პოლიტიკით ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიას დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა საქართველოში", - განაცხადა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტების" ლიდერმა ყველა ოპოზიციურ პარტიას მიმართა, რომ ვენეციის კომისიასთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილონ ისეთ მნიშვნელოვან საკითებზე, როგორიცაა სააკაშვილის სამუდამო დიქტატურის დამკვიდრებაა. მისსივე თქმით წინააღმდეგ შემთხვევაში "ძალად ოპოზიცია იქნება ქვეყნის მოღალოტე"