უკრაინული მხარე მზადაა ქართულ საექსპორტო ციტრუსს, საკუთარ ბაზარზე, ხელისშემწყობი პრეფერენციები დაუწესოს. უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელი და სამხრეთი საბაჟოს უფროსი აჭარაში უკვე იმყოფებოდნენ და პირობა დადეს, რომ ქართულ ციტრუსის ექსპორტს უკრაინის საბაჟო-გამშვებ პუნტზე პრობლემები აღარ შეექმნება. ქართულ და უკრაინულ მხარეს შორის მიღწეული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ოქტომბრის ბოლომდე უკრაინულ მხარეს საექსპორტო ციტრუსის მოცულობაზე და ფასსზე დეტალურ ინფორმნაციას წარუდგენს და თავის მხრივ კი უკრაინული მხარე ციტრუსის განბაჟებისასც, გასული წლის მსგავსად, გადასახადს აღარ გაზრდის.
წლევანდელ სეზონზე აჭარაში ციტრუსის შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან, ვიდრე გასულ სეზონზე. გასულ სეზონზე აჭარაში 105 ათასი ტონა ციტრუსის მოსავა;ლი მოვიდა, წელს კი წინასწარი მონაცემებით, 50-60 ათას ტონა ცირტუსის მოსავალს ელოდებიან, რაც ციტრუსის მეწლეურობას უკავშირდება.
წინასწარი პროგნოზით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი გასულ წელთან შედარებით საშუალოდ 40-45 პროცენტით ნაკლებია, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში 55-60 პროცენტით.
მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა სექტემბერის ბოლომდე იქნება დაზუსტებული.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ სეზონზე სეზონის პერიოდში ამოქმედდა წლების განმავლობაში უმოქმედო ციტრუსის მიმღები პუნქტები. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 10 შემფუთავი პუნქტის მიერ დამზადებული იქნა 2141 ტონა ციტრუსი, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11-მა შემფუთავმა პუნქტმა დაამზადა 2480 ტონა ციტრუსი. ციტრუსის დახარისხება, შეფუთვა და ეტიკეტირება მიმდინარეობდა ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა დიზაინის ტარა-მასალაში (ხის, მუყაოს,კომბინირებული მუყაოსა და ხის, პლასტმასის).
2009-2010 წლების სეზონზე ბათუმში ამოქმედდა ევროსტანდარტის შესაბამისი პლასტმასის ტარის საწარმო - შპს `ჯეო პლასტიკი~, რომელიც აწარმოებს ხილისა და ბოსტნეულისათვის 6-14 კგ ტევადობის პლასტმასის ყუთებს. სეზონზე ქარხანამ მომხმარებელს მიაწოდა 100 ათას ცალამდე ციტრუსის დასაფასოებელი პლასტმასის ყუთი.
2009-2010 წლების სეზონზე ციტრუსის საკონსერვო გადამუშავება განახორციელა ორმა საწარმომ - შპს `ხილის კომპანია ნარინჯმა~ და შპს `ციტრომ~. სულ გადამუშავებული იქნა 600 ტონამდე ციტრუსოვანთა არასტანდარტული ნაყოფი. სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის" ფარგლებში გამოყოფილი თანხით შპს ,,ხილის კომპანია ნარინჯში" განხორციელდა ციტრუსის კონცენტრატისა და წვენების წარმოების ტექნოლოგიური ხაზის მონტაჟი. სეზონზე მიღებული და გადამუშავებული იქნა 494 ტონა არასტანდარტული მანდარინის ნაყოფი, საიდანაც წარმოებულია 43 ტონა მანდარინის კონცენტრირებული წვენი.