"ქართული ოცნებამ“ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ, მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, ყველა ვარიანტში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა ადუღდეს.
„ის ძალა, რომელიც წამოვა ზუგდიდიდან, აუცილებელია, რომ შეუერთდეს დასავლეთ საქართველოს მთლიანად. იმიტომ, რომ იქ ზესტაფონში და სამტრედიაში გვყავს პლუს ამას. აჭარა უნდა ადუღდეს რადგან „პადძერჟკა“ მისცეს ამ ყველაფერს იმიტომ, რომ აჭარა არის ძალიან დიდი რეგიონი და ვარშალომიძეს ყავს ძალიან ბევრი ადამიანი. იქ უნდა შეუერთდეს უკვე ქუთაისი, ზესტაფონი, ხონი, გორი უნდა შეუერთდეს. აი, ამისთვის თბილისში მინიმუმ ათასი ათას კაციანი მობილიზებული ჯგუფი, ჩვენ რაც გვინდოდა მაგალითად თელავში. მობილიზება აქედან იქით, ეს ნიშნავს, რომ გზა გადაიხერგება და უნდა გავწყდეთ შუაზე“, – აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ნინია ცისკარიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.