ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი, - საქართველოს მეოთხე რეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მთაწმინდის ოლქში თავისი არჩევანი გააკეთა.
შეკითხვაზე შალვა შავგულიძის მიმართ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შტურმი იქონიებს თუ არა გავლენას შედეგებზე, რაზეც თქვა, რომ "მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილს და მართალს, არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე".
“ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში, იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში, ჭაობი დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი.
მივმართავ მთაწმინდელებს - ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი.
მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილს და მართალს, არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე”, - თქვა მარგველაშვილმა.
დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. ამას გარდა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება.