"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი დილით გააკეთა.
პოზიციის დაფიქსირების შემდეგ მან მედიის წარმომადგენლებთან მოკლედ ისაუბრა საკუთარ გადაწყვეტილებაზე.
"ვარ გამარჯვებაში დარწმუნებული და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მივეცი ხმა იმას, რომ მშვიდი გარემო, ერთმანეთის პატივისცემის გარემო შენარჩუნდეს 2020-ისა და შემდეგი არჩევნებისთვის. რაც მთავარია ხმა მივეცი შენებას, განახლებას. მთაწმინდელებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიური შეხვედრებისთვის და იმ ურთიერთობის ფორმისთვის, რომელიც ჩვენ შორის არსებობს წლების მანძილზე. იმედია, ეს ურთიერთობები არასდროს გაფუჭდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ",-განაცხადა ლადო კახაძემ.