საქართველოს დელეგაცია, რომელიც გაეროს 65-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას ნიუ-იორკში ჩავიდა. დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებით 23 სექტემბერს წარსდგება.
პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, სააკაშვილი თავის მოხსენებში ყურდღებას გაამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, საქართველოს სამშვიდობო გეგმების და დეოკუპაციის საკითხებზე. ასევე, რეგიონალურ თანამშრომლობასა და უსაფრთხოებაზე.
გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეა 160-ზე მეტ საკითხს განიხილავს. საკითხთა ჩამონათვალი ასამბლეის წინასწარ დღის წესრიგშია შეტანილი.
მათ შორისაა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე გარემოს დაცის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხები.
23 სექტმებერს გაეროში დაიწყება სახელმწოფოს მეთაურების პოლიტიკური დისკუსია, რომელიც 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
20-22 სექტემბერს კი გაიმართება გაეროს სამიტი, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნებს მიეძღვნება.
შეგახსენებთ, რომ გენერელური ასამბლეა გაეროს სათათბირო ორგანოა. მასში გაერთიანებულია გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო და ყოველ მათგან აქვს ერთი ხმა.