დღეს, 12 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ლიეტუვაში.
სახელმწიფო მეთაურის პოსტის მოსაპოვებლად 9 კანდიდატი იბრძვის, რომელთა შორის სამს აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების სხვებზე მეტი შანსი.
ინგრიდა შიმონიტე - პარლამენტარი, ლიეტუვის ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. ლიეტუვის ყოფილი ფინანსთა მინისტრი.
გიტანას ნაუესედა - ეკონომისტი, პროფესორი. დამოუკიდებელი კანდიდატი.
საულიუს სკვერნელისი - ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი 2016 წლიდან დღემდე. ლიეტუვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი.
დანარჩენი კანდიდატები არიან ნაგლის პეუტიკისი, ლიეტუვის ცენტრისტული პარტიის თავმჯდომარე; ვალენტინას მაზურონისი, ევროპარლამენტის დეპუტატი, ლიეტუვის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი; არვიდას იუაზაიტისი, ფილოსოფოსი, მწერალი; ვიტენის ანდრიუკაიტისი, ლიეტუვის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი; მინდაუგას პუიდოკასი, პარლამენტარი; ვალდემარ ტომაშევსკი , ევროპარლამენტარი.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტის მოპოვება სჭირდება. თუ ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო ხმების აუცილებელი რაოდენობა, გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის თარიღად 26 მაისია განსაზღვრული.
გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, ლიეტუვაში ტარდება ასევე რეფერენდუმი, სადაც მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, მხარს დაუჭერენ თუ არა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონს.
ლიეტუვის ამჟამინდელი პრეზიდენტი დალია გრიბაუსიკატე ქვეყანას 2009 წლიდან მართავს. მან ორი ვადით უკვე იყარა კენჭი, ლიეტუვის კანონმდებლობა მესამე ვადას პრეზიდენტისთვის არ ითვალისწინებს.