ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგს სათავეში ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ჩაუდგა, რომელმაც 88 ქულით მეორე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა. მეორე ადგილზე ჩინელი დენგი იმყოფება 77 ქულით, მესამე-მეოთხე ადგილებს კი 50-50 ქულით რუსეთის წარმომადგენელი ანზორ ხიზრიევი და თურქი ტაჰა აკგული იყოფენ.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ავთო კენჭაძე (74 კგ) 58 ქულით მესამე ადგილზეა, ამერიკელ ჯორდან ბაროუზი 63 ქულით მეორე ხოლო რეიტინგის ლიდერი რუსი ზაურბეკ სიდაკოვის 76 ქულა.
ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), ევროპის პრიზიორი ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ) მეოთხე ადგილებს იკავებენ.
მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) მეხუთე, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ირაკლი მწითური (92 კგ) მეშვიდე, ამავე წონაში ევროპის 2-გზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (92 კგ) მე-11, ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი დავით ხუციშვილი (79 კგ) მე-11 და ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) მე-15 ადგილზე იმყოფებიან.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) მეხუთე, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) მე-11, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლაშა გობაძე (82 კგ) და მსოფლიო პრიზიორი რევაზ ნადარეიშვილი მე-12, ევროპის ვერცხლის პრიზიორი იაკობ ქაჯაია (130 კგ) მე-16, ოლიმპიური პრიზიორი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) მე-17, ამავე წონაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი რამაზ ზოიძე მე-18, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გელა ბოლვაძე (82 კგ) მე-18 და ევროპის პრიზიორი ლევან ქავჟარაძე (63 კგ) მე-19 ადგილებს იკავებენ.