უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნატა ასათიანმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ოფიციალურ კომენტარს ნინო გვენეტაძის პრორექტორად დანიშვნასთან დაკავშრებით უახლოეს ხანში გაავრცელებენ.
ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა გასული წლის აგვისტოში დატოვა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.