21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით რუსეთში, ხანტი-მანსიისკში ვაჟთა 39-ე და ქალთა 24-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება. საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდები დღეს, 19 სექტემბერს დილით, მიუნხენის გავლით გაემგზავრნენ რუსეთში. ტურნირი ოფიციალურად 20 სექტემბერს გაიხსნება, მომდევნო დღეს კი მოჭადრაკეები ასპარეზეობას დაიწყებენ. 21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით 11 ტური გათამაშდება.
26 სექტემბერი და 2 ოქტომბერი ტურნირზე დასვენების დღეებია. გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება 3 ოქტომბერს საღამოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია და რუსეთში ტიტულის დაცვას შეეცდება. თუმცა, ამის გაკეთება გამოცდილი და ტიტულოვანი მაია ჩიბურდანიძის გარეშე მოუწევს, ვინც სანაკრებო კარიერა დასრულა. მის ადგილს პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე დაიკავებს.
ოლიმპიადაზე გუნდები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ:
ქალთა ნაკრები: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი,
კაცთა ნაკრები: ბაადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, ლევან ფანცულაია,