კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია.
ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან:
იორგოს ლანთიმოსი - ბერძენი მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. რეჟისორი ფილმისა „ფავორიტი“.
პაველ პავლიკოვსკი - პოლონელი რეჟისორი. ავტორი ფილმების „იდა“, „ცივი ომი“. 2015 წელს ოსკარი მიიღო საუკეთეს უცხოურენოვანი ფილმისთვის („იდა“). 2018 წელს კანის ფესტივალის პრიზიორი საუკეთესო რეჟისურისთვის, კინოსურათი „ცივი ომი“.
რობინ კამპილიო - ფრანგი რეჟისორი.
ენკი ბილალი - ფრამგო კომედიური ჟანრის მსახიობი და რეჟისორი.
ელის რორვახერი - იტალიელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.
კელი რიჩარდტი - ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი.
მაიომუნა ნდიაე - მსახიობი და რეჟისორი ბურკინა ფასოდან.
ელ ფენინგი - ამერიკელი მსახიობი და მოდელი.
ჟიურის თავმჯდომარე მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ იქნება.
კანის 72-ე კინოფესტივალის ოფიციალური პოსტერი
პოსტერზე ფრანგი კინორეჟისორი ანიეს ვარდაა გამოსახული, რომელიც მიმდინარე წელს გარდაიცვალა.
წელს კანის კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.