ფრანგ კინორეჟისორი ანიეს ვარდა გარდაიცვლა. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა RTL Today ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცნობილი კინორეჟისორი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა და ის ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
ანიეს ვარდას, 1950-იან წლებში, ფრანგულ კინემატოგრაფში "ახალი ტალღის" დაბადებასაც უკავშირებენ. მან ისეთი მხატვრული ფილმები გადაიღო როგორიც "ბედნიერება", "პუენტ-კურტი", "ჟაკო ნანტიდან" და სხვა ფილმებია. ვარდა, ბერნარდო ბერტოლუჩის " უკანასკნელი ტანგო პარიზშის" თანასცენარისტიცაა.
შეგახსენებთ, რომ ანიეს ვარდას, წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის, „ბერლინალეს“ ერთ-ერთი საპატიო ჯილდო „ბერლინალეს კამერა“ გადაეცა.