ისრაელი და პალესტინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.
სააგენტო „Reuters“ პლესტინის მხარის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეგვიპტის შუამავლობით მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ორშაბათს ადგილობრივი დროით 04:30 საათიდან.
მოგვიანებით ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ 07:00 საათიდან მოხსნილია ყველა შეზღუდვა ქვეყნის სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელიც პალესტინელების მიერ დარტყების გამო იყო დაწესებული.
მაისის დასაწყისიდან პალესტინამ ისრაელის სამხრეთით 600 რაკეტა გაუშვა, რომელზეც ისრაელის არმიამ საპასუხო დარტყმებით უპასუხა და ღაზას სექტორში 300 პოზიცია დაბობმა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია ოთხი ისრაელელი და 25 პალესტინელი.
აღნიშნული სარაკეტო დარტყმები 2014 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი აღმოჩნდა. ზოგიერთი მედიის ინფორმაციით, ამან კი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მუსიკალური კონკურსის „ევროვიზია 2019“-ის გამართვა, რომელიც თელ-ავივში რამდენიმე დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს.