ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ქართულ ბიზნეს აშშ-დან მოუწოდებს და ამერიკული კავშირგამბულობის გიგანტებთან თანამშრომლობას სტავაზობს.
"მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობდეს და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. თუმცა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა ბიზნეს სექტორს ეკუთვნის, ამიტომ მინდა მივმართო ბიზნეს სექტორს, რომ იმუშაონ ამ მიმართულებით რადგანაც ამერიკული კომპანიები საქართველოში შემოსვლით დაინტერესებულნი არიან და ამ სეფეროში ბიზნეს პარტნიორებს ეძებენ", - განაცხადა ვერა ქობალიამ.
ქობალის განცხადებით, გადაწყდა, რომ ოქტომბერში საქართველოს "ინტელის" წარმომადგენლოაბ ეწვევა, რათა საქართველოში კავშირგაბმულობის დარგში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნოს.
"ჩვენ შევეცდებით ბევრ სფეროში კარგი ურთიერთობა დავამყაროთ, ეს ჩემი აზრით ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. ძალიან კარგია რომ ვერა ქობალიასთან ერთად დიალოგი დავიწყეთ. ოქტომბერში საქართველოს პირადად ვეწვევი და მდგომარეობას ადგილზე გავეცნობი"- განაცხადა "ინტელის" ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ დევისმა.