41 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ემსხვერპლა მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე გაჩენილ ხანძარს.
ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“ მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა, თუმცა ის მალევე მობრუნდა აეროპორტში და დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა საჰაერო ხომალდს უკანა ნაწილში.
ცუდი ამინდის გამო თვითმფირნავმა, მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო დაჯდომა.
შერემეტევოს აეროპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი ავარიული დაშვებისას გაუჩნდა.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდოეში ჩანს თუ როგორც ცდილობენ მგზავრები ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის საავარიო გასასვლელებიდან თავის დაღწევას.
გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია. თვითმფრინავში სულ 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.
მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.