19-28 სექტემბერს ბათუმის ჭადრაკის სასახლე ჭადრაკში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში 34 ქვეყნის 700-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.
8-დან 18 წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი 19 სექტემბერს 20:00 საათზე ბათუმის სასტუმრო „ინტურისტში" მოეწყობა.
საქართველოს სახელს ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე 240 მოჭადრაკე დაიცავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ჩასვლას და ევროპის ჩემპიონატზე დასწრებას ლეგენდარული მოჭადრაკე - გარი კასპაროვი გეგმავს.