ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან აცხადებს, რომ მის მიმართ გამოითქვა ორი პრეტენზია - გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება და სამინისტროს ცუდი მართვა.
„გადაწყვეტილების მიღების სისწრაფესთან დაკავშირებით, ჩემთვის ცოტა გასაკვირია. იმიტომ რომ ერთ-ერთი ძირითადი კონფლიქტის მიზეზი, ზუსტად იყო ის, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელიც მე მიმაჩნდა სწორად და მიმართული იყო ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, ძალიან ჭიანურდებოდა. ამ გადაწყვეტილებების მიღების ძალიან ნელი ტემპი, ხდებოდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ჩვენი ლაპარაკის და არ მინდა კონფლიქტი დავარქვა, კამათის. ეს ლაპარაკი არის, მე როგორც გითხარით უკვე, არ დავაკონკრეტებ. აქ არის ზოგადად ლაპარაკი, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობასა და რა თქმა უნდა, მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობაზე“, - განაცხადა ქობულიამ.