სამწუხაროდ, მე ამას ვერ დავაკონკრეტებ, - ასე პასუხობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ტელეკომპანია „რუსთავის 2-ს“ შეკითხვაზე ვინ გაათავისუფლა ტანამდებობიდან, მამუკა ბახტაძემ თუ ბიძინა ივანიილმა. მისი თქმით, ის არ აპირებდა ასე წარაფად თანამდებობიდან წასვლას და წასვლის შესახებ განცხადებაც არ დაუწერია.
„სამწუხაროდ, მე ამას ვერ დავაკონკრეტებ. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი ხელისუფლების დატოვებას ასე სწრაფად. სხვათა შორის, ის რომ მე გადამაყენეს და არ გადავდექი იყო ზუსტად შედეგი იმის, რომ მე ბოლომდე ვცდილობდი რომ მმართველი გუნდი დამერმწუნებინა. მე ზუსტად არ ვწერდი განცხადებას, იმიტომ რომ მე მიმჩნდა რომ ჩემი აზრები იყო სწორი, ჩემი ხედვა იყო სწორი და ამ ხედვაში ბოლომდე ვცდილობდი დამერწმუნებიბნა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა და მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობაც, აგრეთვე. მაგრამ როგორც ხედავთ, ვერ შევძელი“, - განაცხადა ქობულიამ.