„ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ პოზიციებზე,“ - ასე აფასებს პოეტი რატი ამაღლობელი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გაერთიანდება.
რატი ამაღლობელი კრიტიკულად აფასებს განათლების სამინისტროს პოზიციას და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება
სფეროს ექსპერტებთან შეთანხმების გარეშე მიიღეს.
„ყველანაირი კონსულტაციის გარეშე ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ სფეროში რაიმეს ქმნიან, მათთან ყველანაირი საქმიანი შეხვედრების გარეშე, სრულიად ხელოვნურად მათი გაერთიანება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული კულტურის პოლიტიკის ამ სფეროს მიმართულებები და ფაქტი სახეზეა, მე ვფიქრობ, ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ პოზიციებზე წლების განმავლობაში,“ - ამბობს რატი ამაღლობელი.