უზარმაზარი ასტეროიდი, რომელსაც „ქაოსის ღმერთს“ უწოდებენ, დედამიწას 2029 წელს მოუახლოვდება. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
მისი სიგანე 335 მეტრზე მეტს შეადგენს.
ასტეროიდი დედამიწას 30 ათასი კმ-ის დაშორებით 2029 წლის 13 აპრილს ჩაუფრენს.
მეცნიერებმა დედამიწის გრავიტაციაზე ასტეროიდის მოსალოდნელი გავლენის შესწავლა უკვე დაიწყეს.