მარსმავალმა InSight-მა, მარსზე პირველი "მიწისძვრა" დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს.
ეს არის ერთ-ერთი პირველი სეისმოსიგნალი, რომელიც მარსზე დაფიქსირდა. აქამდე, მიწისძვრა მხოლოდ დედამიწასა და მთვარეზე იყო შემჩნეული.
მარსზე, InSight-ის სეისმოგრაფი ყოველდღიურად ზომავს პლანეტის სეისმო აქტივობას. აპარატი პლანეტის ზედაპირზეა დამაგრებული. მარსმავალის სენსორებმა „მიწისძვრა“ 6 აპრილს, InSight-ის მისიის 128-ე დღეს დააფიქსირეს.
პირველი, უმნიშვნელო, თუმცა პრეცენდენტული რყევა, 14 მარტს დაფიქსირდა. შემდგომ 10 და 11 აპრილს, თუმცა ეს სიგნალები 6 აპრილის მონაცემებთან შედარებით ძალიან სუსტი იყო.
NASA-ს მეცნიერების განმარტებით, სეისმო აქტივობის მიზეზი შესაძლოა იყოს, როგორც პლანეტის სიღრმეში მიმდინარე პროცესები, ასევე, ასტეროიდის ჩავარდნა. მათი განცხადებით, ეს სუსტი რყევები Apollo-ს სენსორების მიერ, მთვარეზე დაფიქსირებული მიწისძვრის მონაცემების მსგავსია.
აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე სეისმური აქტივობები განუწყვეტლივ ხდება, თუმცა ადამიანებისთვის შესამჩნევი მხოლოდ 3 ან 4 ბალის შემდგომ ხდება.
ვიდეოში ასახულია მოვლენის აუდიო ვერსია, რომელსაც NASA-ს Jet Propulsion Laboratory ავრცელებს. ის სამი ნაწილისგან შედგება – მარსის ქარი, მიწისძვრა და რობოტის კიდურის მოძრაობა