გერმანიის საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ "ჰანოვერის" გოლკიპერის რობერტ ენკეს თვითმკვლელობა არ უკავშირდება ფეხბურთს არ უკავშირდება, მიიჩნევენ მისი მეგობრები.
ფეხბურთელი გუშინ მატარებელს ჩაუვარდა. შემთხვევა ქალაქ ნოიშტატ-ამ-რიუბენბერგთან, ჰანოვერთან ახლოს მოხდა.
"არ ვიცი როგორ და რატომ მოხდა ეს. შემიძლია ვთქვა მხოლოდ, რომ დარწმუნებული ვარ ეს არ უკავშირდება ფეხბურთს", - განაცხადა "ჰანოვერის" მწვრთნელმა მარტინ კინდმა.
მისივე თქმით, 32 წლის გოლკიპერი დეპრესიაში იმყოფებოდა, " მას რაღაც აწუხებდა, თუმცა ცდილობდა ეს სხვებისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო".
გერმანიის ნაკრების მენეჯერის ოლივერ ბირჰოფის განცხადებით, იგი გაოგნებულია მომხდარით.
"ჩვენ ყველანი შოკირებულნი და გაოგნებულნი ვართ", - განაცხადა ბირჰოფმა.
დაღუპულს მეუღლე და რვა წლის შვილი დარჩა, რომელიც წყვილმა საკუთარი, ორი წლის შვილის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ იშვილა.